Saturday, March 12, 2016

მეცხრე დღე
თითოეულმა წევრმა გააკეთა საკუთარი პროექტების პრეზენტაცია.  მიიღო კოლეგებისაგან უკუკავშირი,  შენიშვნები და მითითებები. გავიხსენეთ რა იყო ჩვენი ტრენინგის ძირითადი მიზანი. რა უპირატესობა აქვს პროექტებზე დაფუძვნებულ სწავლებას. რას აძლევს მოსწავლეს პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება.
ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავიხსენეთ სხვადასხვა თეორიები.
ვფიქრობ, რომ ამ ტრენინგმა ბევრი რამ შემძინა რათა ადვილად წარვმართო სასწავლო პროცესი მოსწავლეების სასარგებლოდ.

Friday, March 11, 2016

მეშვიდე დღე
ვილაპარაკეთ პუბლიკაციის გამოყენების მნიშვნელობაზე. ვინ შეიძლება იყოს პუბლიკაციის სამიზნე ჯგუფი, რა შეიძლება ჩავწეროთ პუბლიკაციებში.
მივიღეთ დავალება სახლში გავაკეთოთ ბუკლეტები ჩვენი პროექტიდან გამომდინარე.
განვიხილეთ სასწავლო პროექტები.
ვისაუბრეთ  აქტივობის გაწერის მნიშვნელობაზე.
გავაკეთეთ სავარაუდო აქტების მონახაზი.
დავიწყეთ და დავასრულეთ აქტივობების გაწერა გეგმაში.
მეექვსე დღე
განვიხილეთ ერთმანეთის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომები.
კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ საპროექტო იდეებზე, მივაწოდეთ ერთმანეთს იდეები.
ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონში. შევაფასეთ პროექტის მოკლე შინაარსი.
განვიხილეთ შეფასების მეთოდების მოკლე მონახაზი და საბაზისო უნარ-ჩვევები.
ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ ღრუბლებში.



 

Saturday, February 20, 2016

მეხუთე დღე
    გავეცანით თანატოლთა უკუკავშირის ფორმას, სლაით შოუს შეფასების კრიტერიუმებს,
დისკუსიების დაფის რუბრიკას, მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმების
ჩამონათვალს. გავეცანით მოსწავლის ნაშრომებს: მონსტრების გაცვლა და ტუჩა დათვები.
  ეს ყველაფერი გვეხმარება ჩვენ როგორ ვიმუშაოთ მოსწავლეებთან პროექტების შექმნაზე.

Friday, February 19, 2016

მეოთხე დღე
დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, შეფასების სტრატეგიები შედგება ხუთი
საფეხურისგან, რომელიც გვეხმარება უკეთ დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები
და ასევე სწორად მოვახდინოთ მათი შეფასება.
  ასევე უნდა აღვნიშნო, რომ გავეცანით და შევქმენით წინარე ცოდნის დასადგენად
ონლაინ ტესტი.

Saturday, February 13, 2016


მესამე დღე
გავიხსენეთ წინა გაკვეთილები.გავაკეთეთ მიმოხილვა.
გადავხედეთ სტრატეგიებს. ვისაუბრეთ მიზნებზე.
დავწერეთ ჩვენი პროექტის მიზნები.ვისწავლეთ ინტერნეტსივრცეში
/ღრუბლებში/ დოკუმენტური მასალების შენახვა.
ვისწავლეთ ერთმანეთთან გაზიარება.